30 ოქტ - 28 ნოე
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი
  • სრული განაკვეთი
  • 600 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1200 ლარი);
ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.

შესასრულებელი ამოცანები:
  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ:
  • საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
  • განმავითარებელ ტრენინგებს;
  • სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "კლიენტთა მომსახურების მენეჯერი".
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 51