31 ოქტ - 28 ნოე
სტანდარტი
B2B გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2000
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@vrtx.ge
სადისტრიბუციო კომპანია "ვერტექს დისტრიბუშენ" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „ვერტექს დისტრიბუშენ“-ი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან მოღვაწეობს და დაკავებულია კომპიუტერული და სხვა ტექნიკის დისტრიბუციით. კომპანია ეძებს კანდიდატს რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ბრენდების განვითარებას და მათ დისტრიბიუციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ადგილობრივი ბაზრის შესწავლა.
- კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა.
- პროდუქტების გაყიდვების გეგმის შედგენა.
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება პროდუქტების ხასიათიდან გამომდინარე.
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრები, პროდუქციის პრეზენტაცია/შეთავაზება/კომერციული წინადადების წარდგენა.
- უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების დაგეგმვა.
- კომპანიაში არსებული ნაშთების კონტროლი.
მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა.
- ანალოგიურ სფეროში მიღებული სერთიფიკატები ჩაითველება უპირატესობად.
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, კომუნიკაციის კარგი უნარი.
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
- გუნდური მუშაობა;
- პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- Microsft Excel-ის კარგი ცოდნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღმის მასივი, შალვა გოგიძის 10.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000 ლარიდან + ბონუსი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vrtx.ge ; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " B2B გაყიდვების მენეჯერი“.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 184
უნიკალური ნახვები 174