შემდეგი
30 ოქტ - 28 ნოე
საბროკერო გუნდის ლიდერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@prospect.ge
კომპანია „პროსპექტი“ აცხადებს ვაკანსიას საბროკერო გუნდის ლიდერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ საბროკერო გუნდის ხელმძღვანელს, რომელიც წარმატებით მართავს გაყიდვების გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის კომერციული მიზნების მიღწევას.
ვინ ვართ ჩვენ:
კომპანია “პროსპექტი” არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს აწვდის გაყიდვების საკონსულტაციო სერვისს და ეხმარება კომერციული მიზნების მიღწევაში. მეტი ჩვენს შესახებ იხილეთ აქ: https://www.prospect.ge/
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- საბროკერო გუნდის მენეჯმენტი, მათი საქმიანობის კონტროლი და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
- გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და რეალიზაცია კომპანიის კომერციულ მიზნებთან მიმართებაში
- გუნდში პასუხისმგებლობის გადანაწილება და ეფექტური დელეგირება
- ანგარიშგებების მომზადება გაყიდვების დირექტორებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება უძრავი ქონების საბროკერო სფეროში
- CRM სისტემის და გაყიდვების პროცესების მართვის ძლიერი უნარები
- უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და რეგულაციების ცოდნა
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@prospect.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, ჩვენთვის რეზიუმეს ან სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა ითვლება თქვენს თანხმობად, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომპანია “პროსპექტი” თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და შეინახავს არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს “პროსპექტი” მკაცრად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას, როგორც შერჩევის პროცესში, ასევე შრომით ურთიერთობებში.
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 42