30 ოქტ - 28 ნოე
სტანდარტი
ავეჯის კონსტრუქტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: grandi@grandi.ge
ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.
"გრანდი"-ს საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.
შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(შესაბამისი პროგრამების ცოდნა)
- შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
- დისციპლინა;
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off )
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grandi@grandi.ge
დაკავშირება და გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია გრანდის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
დურგალი
ნახვები 106
უნიკალური ნახვები 101