- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. "bet25" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
უშუალო ხელმძღვანელი: ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სლოტ აპარატების გამართული მუშაობის მუდმივი მონიტორინგი;
- აპარატების ტექნიკური დაზიანებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- დაზიანებული აპარატების შეკეთება და ტექნიკური პრობლემების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- ახალი აპარატების მონტაჟი და გამართვა;
- სერვისისა და ტექნიკური მომსახურების დროული ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სლოტ აპარატების გამართული მუშაობა;
- ტექნიკური პროცედურების დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ტექნიკურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, პრობლემების დროული გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად;
- სწრაფი რეაგირება აპარატების ტექნიკურ შეფერხებებზე და მათი ეფექტურად მოგვარება;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია მის სამუშაო მოვალეობებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- სლოტ აპარატებთან ან მსგავს ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი და სწრაფი რეაგირება საგანგებო სიტუაციებში;
- გუნდურად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალებზე და ტექნიკური სიზუსტე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მინიმალური ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "bet25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.