31 ოქტ - 29 ნოე
საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.


ამჯერად, "თეგეტა მოტორსის"გუნდში საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.


თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება;
  • კომპანიის მასშტაბით შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით;
  • რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა;
  • რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან;
  • წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი;
  • წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
  • რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბუღალტერიისთვის;
  • რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი საგარანტიო სამსახურის ხელმძღვანელთან.


თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • არგუმენტაციის კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.


თეგეტაში დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1519

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 77