შემდეგი
15 ნოე - 30 ნოე
სტანდარტი
საწყობის თანამშრომელი
თბილისი, დიდი დიღომი
- სრული განაკვეთი
- 1350 - 1350
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: contact@amts.ge
კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია იწვევს ენერგიულ კადრებს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
- მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება 1350 ლარამდე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის თანამშრომელი“.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 319
უნიკალური ნახვები 307