შემდეგი
31 ოქტ - 29 ნოე
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@alabwaz.ge
კომპანია „ალაბვაზ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების სპეციალისტის“ თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 [კვირაში 40 საათი]
მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 76
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 [კვირაში 40 საათი]
მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 76
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი
რისი გაკეთება გევალებათ, როგორც „გაყიდვების სპეციალისტს:
- სატელეფონო ზარების, WhatsApp-ისა და შეხვედრების მეშვეობით ქართველ და საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაცია (სავალდებულო);
- კომპანიის წარმომადგენლობა უძრავი ქონების გაყიდვების დასაწყებად და დასასრულებლად;
- კომპანიის პროექტების ლოკაციებზე კლიენტებთან ვიზიტების ორგანიზება და წარმომადგენლობა;
- კლიენტებთან ურთიერთობის გაფართოება, შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა, მათთვის ახალი პროექტების შეთავაზება;
- ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლა, კლიენტის საჭიროებების მართვა და მესამე პირებთან კოორდინაცია;
- შუალედური მოლაპარაკებების უნარის ქონა, კლიენტებისათვის კონსულტაციის გაწევა უძრავი ქონების საბაზრო პირობებზე, ფასებზე, განვადებაზე, სამართლებრივ მოთხოვნებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება;
ჩვენ ვითხოვთ:
- ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნას (სავალდებულო)
- კომუნიკაბელურობას (ადამიანებთან ურთიერთობის შესაბამის უნარებს)
- ოპტიმისტურ განწყობას, კლიენტების საჭიროებების გაცნობიერებას
- კლიენტებისათვის მათთვის ხელმისაყრელი ვარიანტების შეთავაზებას
- დაკისრებული ვალდებულებების პროფესიულ დონეზე შესრულებას
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
- კეთილსინდისიერებას, კოლეგილობასა და სანდოობას
- MS Office-ის ცოდნას;
თუ დაგაინტერესათ წინამდებარე განცხადებამ და მზად ხართ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@alabwaz.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.
გაყიდვები
უძრავი ქონება
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტი
ნახვები 25
უნიკალური ნახვები 23