24 ნოე - 29 ნოე
სტარტი
დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მაღაზიათა ქსელი, „ზოოჰაბი“ რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე აცხადებს ვაკანსიას, დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე თბილისში.
დაწინაურების პერსპექტივით. დღეისათვის ზოოჰაბის 11 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით.
თვალი გვადევნეთ: https://www.facebook.com/zoohub/

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა
  • საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები,ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა ,აღრიცხვა, დაარქივება;
  • RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
  • სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
  • დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
  • გრაფიკი - 10:00-17:00 საათამდე
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთეხვევაში CV არ განიხილება;

მაღაზიათა ქსელი, „ზოოჰაბი“რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე აცხადებს ვაკანსიას, დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე თბილისში. დაწინაურების პერსპექტივით. დღეისათვის ზოოჰაბის 11 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. თვალი გვადევნეთ: https://www.facebook.com/zoohub/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 500
უნიკალური ნახვები 464