01 ნოე - 30 ნოე
ვიპ
დამხმარე კურიერი
ბათუმი, სხვა
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB,B1
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@mexge.com
UPS-ის და UPS SCS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს „მერიდიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა სახის გზავნილების აღება ჩაბარების მომსახურება.
- გზავნილების დახარისხება, ჩატვირთვა გადმოტვირთვა.
- გზავნილების აღება/ჩაბარების პროცედურების პროფესიონალურად, დროულად შესრულება.
- გზავნილების აღება ჩაბარებასთან დაკავშირებით, სათანადო ბლანკების/დოკუმენტაციის შევსება როგორც წერილობით ასევე ელექტრონულად.
- შესაბამისი საბუთების დახარისხება და დამუშავება.
- ავტომობილის სუფთად და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება საკურიერო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას და ბათუმის მისამართების კარგად ცოდნას.
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე (წერა-კითხვა და საუბარი).
- მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით.
- მობილური ტელეფონის სხვადასხვა აპლიკაციებთან სწრაფი მუშაობის ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გამართულად მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
- დაკავშირება;
- გასაუბრება,
- სტაჟირება (ანაზღაურებადი).
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:30 საათამდე
შაბათი: 10:00-დან 15:00 საათამდე
შესვენება:1 საათი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mexge.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “ვაკანსია - დამხმარე კურიერი ბათუმში“.
ადმინისტრაცია
კურიერი
ნახვები 290
უნიკალური ნახვები 281