31 ოქტ - 20 ნოე
სტანდარტი
ზეინკალ-სანტექნიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: manufacturing_cau@pepsico.com
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ზეინკალ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- ახორციელებს გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრე სისტემების, სანიტარულ-ტექნოლოგიური და სავენტილაციო მოწყობილობების, სარქველებისა და მილსადენების ოპერატიულ კონტროლს, მოვლა-შეკეთებას და სარემონტო მომსახურებას
- ახორციელებს საწვავის შესანახი ავზების სეზონურ წმენდას.
- აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სისტემების შეკეთებაში, ინსტალაციაში, რეგულირებასა და ტესტირებაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
- მონაწილეობს შედუღებისა და აირშედუღების სამუშაოებში, საწარმოო და არასაწარმოო დანადგარების შეკეთებაში.
- ადგენს სარემონტო სამუშაოების პროგნოზებს და საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და ხელსაწყოებს. მონაწილეობს ღონისძიებების შემუშავებაში სანდოობის, ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შენარჩუნების მიზნით.
- აცნობებს მენეჯერს მოწყობილობებისა და ქსელების მუშაობაში გამოვლენილი ყველა გაუმართაობის, ავარიებისა და შენიშვნების შესახებ.
კანდიდატის პროფილი:
- პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
- 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- სანტექნიკური მოწყობილობების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემების საბაზისო ცოდნა
- სტელაჟური კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟის გამოცდილება, ტვირთამწე მექანიზმების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
- შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიული ნორმების ცოდნა
- პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება
რას გთავაზობთ?
- ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
- ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
- კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ზეინკალი
ნახვები 123
უნიკალური ნახვები 119