31 ოქტ - 30 ნოე
ვიპ
იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pab.ge
„პაბინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- დოკუმენტაციის დასკანერება და აღრიცხვა;
- აღრიცხული დოკუმენტაციის პროგრამულად ასახვა;
- აღრიცხული დოკუმენტაციის დაბაინდერება;
- ელ-ფოსტის მართვა;
- საფოსტო გზავნილების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel-მომხმარებლის დონეზე);
- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდში მუშაობის უნარი;
დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანზების უნარი;
პუნქტუალურობა.
გთავაზობთ:
- განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ის ველში აუცილებელია, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
იურიდიული
საბანკო სამართალი
ნახვები 417
უნიკალური ნახვები 397