31 ოქტ - 29 ნოე
ვიპ
ლოჯისტიკის/დისპეჩ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@carsindigo.com
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის/დისპეჩ მენეჯერი აშშ-ში პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
სამუშაო გრაფიკი: 17:00 - 02:00 საათამდე
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (საშაულო ჯამური ანაზღაურება 3000 ლარი)
ძირითადი ფუნქციები:
- არსებული ტვირთების სპეციალურ Load board-ზე განთავსება;
- ტვირთთან დაკავშირებით, გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის დროული და უსაფრთხო ორგანიზება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C2);
- აუცილებელია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სხარტი აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი ;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი,
დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ნახვები 1077
უნიკალური ნახვები 1033