- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
„ამბოლი“ დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შიგნით არსებული პროგრამული უზრუნველყოფების მონაცემთა ბაზების შესწავლა;
- ბაზების აღწერა და მონაცემების დოკუმენტირება;
- არსებულ ბაზებში ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავება;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა ბაზების შემდგომი არქიტექტურის და ოპტიმიზაციის მიზნით;
- მონაცემების ხარისხის კონტროლის მექანიზმების მოფიქრება და თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დანერგვის პროცესში;
- სხვა მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებული პროცესების თუ პროცედურების უზრუნველყოფა;
- Sms კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და რეპორტინგი;
- პროდუქტების მართვის დეპარტამენტთან კამპანიების შინაარსზე შეთანხმება და გეგმის გაწერა;
- Sms-ების ავტომატიზაციისთვის სტრატეგიის შემუშავება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია კლიენტთა მომსახურების სფეროში საავტომობილო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კლიენტთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა;
- MS Office-ის კარგად ცოდნა;
- პროგრამირების გამოცდილება ნებისმიერ ენაზე;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მონაცემთა ანალიზის და/ან პროგრამირების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- სტრატეგიული ხედვა;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მონაცემთა ბაზის უმცროსი ანალიტიკოსი
გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."