16 ნოე - 30 ნოე
სტარტი
ავტოპარკის მართვის სპეციალისტი
თბილისი
PayBox
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@oppa.ge
"PayBox" საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პოზიციის მიზანია, კომპანიაში ავტოპარკის მართვა.
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:ავტოპარკის მართვის სპეციალისტი
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ავტოპარკისა და საწვავების პოლიტიკის შემუშავება / მართვა;
- მიმართულებების შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
- ავტოპარკის დაზღვევა და სადაზღვეოსთან კომუნიკაცია;
- ავტომობილების იჯარების ბაზის წარმოება და კონტროლი;
- საწვავის და წვის კოეფიციენტების კონტროლი და მართვა;
- ავტოპარკის ჯიპიეს მონიტორინგი;
- კომპანიის მიმადინარე და სხვა დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა.
მნიშვნელოვანია/ სასურველია:
- მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის მართვის მიმართულებით;
- მნიშვნელოვანია ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე;
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- მნიშვნელოვანია ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ცვლილებებთან ადაპტაციის უანრი;
- მოქნილობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 279
უნიკალური ნახვები 270