01 ნოე - 15 ნოე
სტანდარტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
კომპანია პსპ ფარმა აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაგეგმილი პრევენციული პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
- შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- სამუშაო ადგილზე ფიზიკური, ქიმიური, ერგონომიკული საფრთხის შემცველი ფაქტორების მონიტორინგი;
- საწყობში არსებული ტექნიკის შემოწმების ჟურნალის წარმოება;
- ცეცხლმაქრების შემოწმება/აღრიცხვა;
- პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთების მონიტორინგი/პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების აღრიცხვა;
- კანონით სავალდებულო ინსტრუქტაჟების ჩატარება თანამშრომლებისთვის-ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოებაში; პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტაჟი; რისკებისა და მისი პრევენციული ღონისძიებების გაცნობა;
- საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის გაცნობა საწყობის თანამშრომლებისთვის;
- პირველადი, მოკლე ინსტრუქტაჟის გაცნობა ახალი თანამშრომლებისთვის;
- ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
სასურველია კანდიდატს ყავდეს საკუთარი ავტომობილი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2024 წელი.
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 189
უნიკალური ნახვები 181