- სრული განაკვეთი
- 1000 - 1000
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.
აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.
სუპერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ფილიალი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
- დასვენების დრო:კვირაში 2 დღე
- სამუშაო გრაფიკი:ერთცვლიანი 11:00 – 20:00
- ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
- ანაზღაურების ოდენობა:1000 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
- პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
- პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;
- სალარო ოპერაციების შესრულება: პროდუქციის პროგრამულად გატარება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
- სალაროს ნაშთის კონტროლი და სალარო დოკუმენტების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მოლარის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სერვისულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://bit.ly/3UAY7Mu
ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.