01 ნოე - 30 ნოე
სტარტი
სერვისის ოპერატორი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hrretail@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „სერვისის ოპერატორის“ პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციო და სერვისის პროცესების მართვა (მათ შორის: პროდუქციის მიტანა, მონტაჟი, გადაცვლა, უკან დაბრუნება, განვადებისთვის საჭირო საბუთების მომზადება, მომხმარებლის რეგისტრაცია, ბარათის გაცემა, დოკუმენტაციის მომზადება/ატვირთვა და სხვა ასრებული სერვისები);
- შეუსაბამობების, შეფერხებების და პრობლემატური შემთხვევების აღრიცხვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა და დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- 1C პროგრამის ცოდნა;
- Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხსიმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 1 დეკემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „სერვისის ოპერატორი ქუთაისი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება,
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ნახვები 75
უნიკალური ნახვები 73