01 ნოე - 30 ნოე
სტანდარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eve-capital.com
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
- მიღებული ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@eve-capital.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 385
უნიკალური ნახვები 371