04 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
ექიმის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medison.ge
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციზე.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, (მუხიანი,საბურთალო, ვარკეთილი, სანზონა);
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
- კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
- პაციენტის კოორდინირება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მედიცინის ან საექთნო მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფსე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.ge , „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
მედდა
ნახვები 361
უნიკალური ნახვები 345