04 ნოე - 03 დეკ
სტარტი
საწარმოს უფროსი
თბილისი, დიდი დიღომი
- სრული განაკვეთი
- 3500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@shvidimeat.com
კომპანია „შვიდი მითი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები დანამატებისა და საკვები საღებავების წარმოება, სადენზიფექციო-სარეცხი საშუალებების წარმოება, ვაკუუმ და თერმოშეფუთვების წარმოება, საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია.
შ.პ.ს. „შვიდი მითი“ თერმო და ვაკუუმშეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწარმოს უფროსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხელმძღვანელ/მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
- საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება და/ან საწარმოო დანადგარების მუშაობის ზოგადი პრინციპებს ცოდნა სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel.
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესის მართვა, გეგმების შესრულების კოორდინირება, დანადგარების მუშაობის შეფერხების შემთხვევაში შეფერხების დროულად აღმოფხვრა, დაქირავებულ პირთა მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00 - 17:00
ანაზღაურება: 3500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწარმოს უფროსი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია(რეზიუმე)
„შვიდ მითში“ თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 74
უნიკალური ნახვები 67