04 ნოე - 03 დეკ
სტარტი
ელექტრო- მექანიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო- მექანიკოსის პოზიციაზე ქ.თბილისში
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საწვავი;
- სატელეფონო ლიმიტი;
ძირითადი ფუნქციები:
- დაზიანებული მოწყობილობების შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ინიცირება;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცერება და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა;
- საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიების და საწყობის ოპერირებისთვის აუცილებელი ინვენტარით მომარაგება და აწყობის/მონტაჟის უზრუნველყოფა;
- წვრილმანი დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული მოწყობილობის/ინვენტარის შეკეთება;
- დამხმარე ინვენტარის მონტაჟი, როგორიცაა: სეიფი, „ქილერი“, UPS;
- გარე და შიდა განათების, ელ. ჩამრთველების შეკეთება;
- გამოყენებული სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა;
- სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და მინიმალურ ზღვარზე დასვლისას უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მაღაზიებისათვის გენერატორის მიწოდება/ჩართვა საჭიროების შემთხვევაში,
- გენერატორის მოვლა-პატრონობა, რეგულირება და მისი გამართულობის უზრუნველყოფა;
- მატერიალური ფასეულობების და სამუშაო იარაღების გაფრთხილება, ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოყენება; (შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ფლობა;
- განიხილება კანდიდატი გამოცდილების გარეშე, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით ან შესაბამისი სერთიფიკატით.
პიროვენული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი. 2024 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 44
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში