04 ნოე - 03 დეკ
ვიპ
სერვისის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 3000 - 4000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5-დან 7 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@sushiroom.ge
"სუში რუმ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ადგენს კლიენტის მომსახურების სტანდარტებს;
- ითვალისწინებს ჰასპის რეგულაციებს სადაც საჭიროა;
- იყვანს და უტარებს ტრენინგს თანამშრომლებს;
- თვალყურს ადევნებს სერვისის პროცესს და არის პასუხისმგებელი საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე;
- ურთიერთობს უკმაყოფილო მომხმარებელთან და ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე;
- რწმუნდება რომ მომხმარებელთან მიდის ხარისხიანი და კარგად გაფორმებული კერძები;
- უზრუნველყოფს რესტორნის გამართულად მუშაობას მის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ საკითხებში;
- პასუხისმგებელია აღწერებზე;
- რწმუნდება რომ ყველა მომხმარებელი კმაყოფილია;
- ცდილობს ყველგან და ყოველთვის წარმოაჩინოს ბიზნესი საუკეთესო მხრიდან;
- პასუხისმგებელია ნავაჭრის მონაცემების და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე წინასწარ შეთანხმებული წესის შესაბამისად;
- ატარებს კრებას თანამშრომლებთან და აძლევს მითითებებს;
- პასუხისმგებელია თიმბილდინგზე;
- აწარმოებს ანგარიშს გენერალური მენეჯერისთვის;
- აორგანიზებს ურთიერთობას გარე სერვისის მომწოდებლებთან (საკურიერო სერვისი, მომარაგება და ა.შ.)
- აქვს მჭიდრო კომუნიკაცია სამზარეულოსთან/ შეფთან გაყიდვების ოპტიმიზაციის კუთხით;
- არის პირადი მაგალითი თანამშრომლებისთვის;
- ზუსტად უნდა გაწეროს თითოეული თანამშრომლის (პოზიციების მიხედვით) უფლება- მოვალეობები და გააკეთოს ჩექლისთი გადასამოწმებლად;
- აკონტროლებს დისციპლინას დარბაზში.
ანაზღაურება:
- 3000-4000 ლარი თვეში (გამოცდილების შესაბამისად) სამუშაო გრაფიკი:
- სრული
განაცხადის გასაკეთებლად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
- სერვისის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5-7 წელი;
- კონფლიქტურ სიტუაციებში მოლაპარაკებების და მათი წარმატებით გადაწყვეტის გამოცდილება;
- აზიურ რესტორანში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ჰასპის სტანდარტების ცოდნა/გამოცდილება;
- გამოკვეთილი ლიდერული თვისებები;
- ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა, სასურველია სხვა ენებიც;
- გქონდეთ კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
- იყოთ მოწესრიგებული, მოტივირებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააკეთონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sushiroom.ge
განცხადებას აუცილებელია ერთვოდეს განმცხადებლის ფოტოსურათი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 1004
უნიკალური ნახვები 979