04 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
სოციალურ მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი –რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.
„ორიგინალი ჯგუფს“ გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, რომელიც თბილისის მაშტაბით წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ,ასევე ლუდის საწარმოს, ადგილზე მიტანის სერვისს, ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
სწორედ „ჩემო კარგოს“ - გუნდში ვეძებთ თანაგუნდელს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის 25
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ციფრული მედია არხებისთვის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • სოციალური ქსელის/საიტის მართვა/განვითარება;
  • სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
  • კონტენტის დაგეგმვა და განხორციელება სოციალური არხების მიხედვით;
  • სარეკლამო კამპანიების წარმართვა (სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი);
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სოც. მედია და ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ციფრული მედია პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს „ორიგინალი ჯგუფის“ -ადამიანური რესურსების განყოფილილების მიერ.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 118
უნიკალური ნახვები 111