შემდეგი
04 ნოე - 03 დეკ
დასუფთავების თანამშრომელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა თრაქ ენდ ბას" -ის გუნდში დასუფთავების თანამშრომლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- ავტობუსების სერვისის ტერიტორიის დასუფთავება სპეციალური აპარატურისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით;
- ავტობუსების სერვისის საოფისე სივრცის დალაგება, მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სამუშაოების წარმოებისას, შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სერვისის ტერიტორიაზე სამუშაო საათებში დაგროვილი ნარჩენების გატანა სპეციალურ განსაზღვრულ ზონაში;
- სპეც.დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაში დაგროვილი ნარჩენების გადატანა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით გამოცდილება;
- სპეციალური აპარატურისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენების ცოდნა.
- მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1483
ადმინისტრაცია
დიასახლისი
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7