05 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
საბანკო პროდუქტების ანალიტიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტების ანალიტიკოსი თანამდებობაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის საბანკო პროდუქტების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური შესწავლა და მათ საფუძველზე კომპანიის არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
- პროდუქტის კომერციული მომგებიანობის მომზადება;
- მომხმარებლების ინსაიტების ანალიზი კომპანიის შიდა სისტემებიდან, ანალიტიკური ინსტრუმენტებიდან, რეპორტებიდან, მომხმარებელთა კვლევებიდან და/ან desk research-ის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- პროდუქტთან დაკავშირებული ბიუჯეტის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში;
- საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა (განვითარების ტენდენციების, კონკურენტული გარემოს, პროდუქტების, სერვისებისა და მათი მიწოდების არხების ცოდნა);
- ინგლისური ენის ცოდნა;
სავალდებულო უნარები :
- ანალიტიკური აზროვნება და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ბიზნესმოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მონაცემების ანალიზისა და ტენდენციების იდენტიფიცირების უნარი;
- კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 04 დეკემბერი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
საბანკო
ანალიტიკოსი (საბანკო)
ნახვები 126
უნიკალური ნახვები 124