დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხიმგებლობის ქვეშ მყოფი ერთეულისთვის სრული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა.
- კომპანიაში არსებულ Software პროგრამაში თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველანაირი სახის მონაცემების ასახვა/განახლება;
- თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია რათა უზრუნველყოს კომპანიაში არსებული შესაბამისი სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება;
- მიმდინარე და მომავალი ბიზნესის საჭიროებების მხარდაჭერა თანამშრომელთა განვითარების, ჩართულობის, მათი შენარჩუნებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით;
- თანამშრომელთა დასწრების მართვა და კონტროლი;
- ახალი თანამშრომლის ონბორდირდინგის პროცესში მონაწილეობის მიღება და ახალი თანამშრომლების ორიენტაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- პოზიცია მოიაზრებს მივლინებებს რეგიონებში;
- კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- HR ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- HR სოფტებთან მუშაობის გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- გუნდურად მომუშავე;
არსებული პირობები და ბენეფიტები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უფასო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cement.ge
გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 159
უნიკალური ნახვები 154