შემდეგი
05 ნოე - 14 ნოე
აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანი
- სტაჟირება
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@energo-pro.ge
პოზიციის დასახელება: აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი -სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სამუშაო ადგილი: გურჯაანი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 2024 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი-სტაჟიორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ინფორმაციული მომსახურების გაწევა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიის სამსახურებისთვის
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების შესახებ
- უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლების დახმარება კომპანიის მიმართებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში
- არსებული, მიღებული და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით პერიოდულად ფილიალის სამსახურებისა და მომსახურების ცენტრების მიერ პრობლემების გადაწყვეტის შესრულებისა და სამუშაოების მიმდინარეობის გადამოწმება
- ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში)
- რუსული ენის ფლობა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- წერისა და ანგარიშგების უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 13