05 ნოე - 04 დეკ
წამყვანი ფიზიკური თერაპევტი
თბილისი, საბურთალო
  • მოქნილი გრაფიკი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ქართული - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება“ აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
  • კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
  • ინტერვენციის გეგმის გაწერა;
  • ფიზიკური თერაპევტების კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში.
  • ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
  • მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლიენტის შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის სუპერვიზია;
  • დაქვემდებარებული პოზიციის მქონე თანამშრომლების სამუშაოს მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
  • ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
  • ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკს.
  • პროფესიულ განვითარებას(ტრენინგებს), კვალიფიკაციის ამაღლებას(მივლინებები ავსტიაში).
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 37