06 ნოე - 04 დეკ
ვიპ
ინგლისურ/რუსულენოვანი გიდი
თბილისი, ავლაბარი, მესხიშვილის ქ.
- მოქნილი გრაფიკი
- 1500 - 3000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@gamarjobageorgiatours.com
Gamarjoba Georgia Tours, ტურიზმის სფეროში ბაზრის უპირობო ლიდერი, აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ და რუსულენოვან გიდებზე.
კომპანიის შესახებ:
Gamarjoba Georgia Tours ოპერირებს საქართველოში 2017 წლიდან და საქმიანობს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. კომპანია გთავაზობთ ერთდღიან და მრავალდღიან თემატურ ტურებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალური სერვისით. Gamarjoba Georgia Tours არის ყველაზე წარმატებული ტურისტული სააგენტო ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TripAdvisor, GetYourGuide, Viator, Expedia, Civitatis და სხვა. კომპანია არის GetYourGuide-ის სერთიფიცირებული და მთავარი პარტნიორი საქართველოში და 2020-2023 წლებში მიენიჭა TripAdvisor-ის „Certificate of Excellence“ და „Travelers’ Choice“ ჯილდოები.
ვაკანსიის დეტალები:
კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინგლისური და რუსული ენების ცოდნა და სურთ ტურიზმის სფეროში კარიერის დაწყება ან განვითარება. გამოცდილება არ არის აუცილებელი, რადგან კომპანია გთავაზობთ 3-თვიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რაც არის შესანიშნავი შანსი ახალი პროფესიის შესასწავლად და გამოცდილების დასაგროვებლად.
კომპანია გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (1500-3000 ლარამდე);
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- საველე სამუშაოების პროფესიონალურ გამოცდილებას;
- 3-თვიან უფასო ტრენინგს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას;
- Gamarjoba Georgia Tours-ის სერტიფიკატს ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელური, პუნქტუალური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები;
- სწრაფი შესწავლისა და განვითარების უნარი და სურვილი;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
- კომუნიკაბელურობა და კარგი გადმოცემის უნარი;
- ენერგიულობა და მოტივაცია;
- კარგი იუმორის გრძნობა და თავისუფალი აზროვნება.
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@gamarjobageorgiatours.com
Gamarjoba Georgia Tours ქმნის ურთიერთპატივისცემასა და შრომის დაფასებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული გუნდის წევრი ზრუნავს ერთმანეთის კეთილდღეობასა და განვითარებაზე. წარმატებულ კანდიდატებს აქვთ შანსი განავითარონ კარიერა ტურიზმის სფეროში და მიიღონ მატერიალური და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
ტურიზმი/გართობის სექტორი
გიდი,
ტურიზმი(ზოგადი)
ნახვები 147
უნიკალური ნახვები 135