05 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
მთავარი ინჟინერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eve-capital.com
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერის პოზიციაზე.
მდებარეობა : ბათუმი
სამუშაო დრო: 5/2
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესების მოქნილობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში (3 წელი მენეჯერის რანგში);
- სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
ძირითადი მოვალეობები:
- სტრატეგიული გეგმის განხორციელება FM (Facility Management) მიმართულებით;
- პროექტში HVAC (გათბობის, ვენტილაციის და კონდიციონირების) სისტემის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- BMS (Building Management System) სისტემის განხორციელება;
- სამშენებლო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
- ვადების, ბიუჯეტის და რესურსების კონტროლი;
- კონტრაქტორების შერჩევა და ტენდერების გამოცხადება;
- გუნდის მართვა და კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან;
- ხარისხის, უსაფრთხოებისა და რეგულაციების კონტროლი;
- ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
ინჟინერი-არქიტექტორი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 114