05 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
მთავარი არქიტექტორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eve-capital.com
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.
მდებარეობა : ბათუმი
სამუშაო დრო: 5/2
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესების მოქნილობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურაში, მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ღრმა ცოდნა და გამოცდილება - Revit, Autocad, Lumion;
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- წარმატებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
- გრაფიკული პროგრამები : Photodhop, Indesign;
- საოფისე პროგრამები : Exel, Word;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული კონცეფციების და პროექტების შემუშავება, პროექტის მართვა და კოორდინაცია;
- არქიტექტურული დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტილებების განხორციელება ყველა ეტაპზე-კონცეფციიდან მომზადებამდე;
- არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
- არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზედება;
- 41 დადგენილების საბაზისო მოთხოვნების ცოდნა.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 214
უნიკალური ნახვები 193