06 ნოე - 17 ნოე
წამყვანი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 880
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე .
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • უზრუნველყოს მომხმარებელთა და თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა;
  • აწარმოოს ჩატარებული კვლევების ანალიზი და საჭიროებების გამოვლენა ;
  • უზრუნველყოს პრობლემური სიტუაციების განხილვის შედეგების საფუძველზე პროექტების შემუშავება;
  • უზრუნველყოს გარემოს და მომსახურების მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კვლევის შედეგების შედარება სტანდარტულ მოთხოვნებთან, გამოვლენილი დარღვევის შემთხვევების განხილვა და რეაგირების გზების შეთავაზება;
  • გაუწიოს ინიცირება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
  • უზრუნველყოს ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ჩანაწერების ხარისხის კონტროლი ბიბლიოთეკის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  • აწარმოოს აღმოჩენილი შეცდომების გასწორების მონიტორინგი და მოამზადოს შესაბამისი ანგარიშები თვეში ერთელ.
  • შეასრულოს უშუალო უფროსის სხვა დავალებები კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • ენების ცოდნა: ინგლისური B1

პიროვნული უნარები:
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.

თანამდებობრივი სარგო დარიცხული 880 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2024 წელი;
გისურვებთ წარმატებებს!
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 116
უნიკალური ნახვები 105