დღეს - 17 ნოე
მოხალისეთა პროგრამა
თბილისი
  • სტაჟირება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს მოხალისეთა პროგრამას ბიბლიოთეკაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის, დასაქმების პერსპექტივით:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა და სხვა სპეციალობის მოქმედ სტუდენტებს, კუსრდამთავრებულებს და დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებს.

პროგრამით დაინტერესებულ მოხალისეებს ჩვენ ვთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო გამოცდილების მიღებას
  • ბიბლიოთეკის პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობას;
  • შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • სამომავლო რეკომენდაციებს ხელმძღვანელი პირებისგან (მოთხოვნის შემთხვევაში)

თქვენთვის, დამწყები სპეციალისტებისთვის, მოხალისეთა პროგრამაში თანამონაწილეობა ბიბლიოთეკის სივრცის ფუნქციური მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კარიერის კარგ საწყისად და ცნობადობის ათვლის წერტილად იქცეს!

პროგრამის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატი;

მოხალისეთა პროგრამა ცხადდება ბიბლიოთეკაში არსებულ შემდეგ დეპარტამენტებში:
  • მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტი;
  • გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტი;
  • მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი;
  • ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტი;
  • ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტი;
  • ღია მეცნიერების დეპარტამენტი;
  • ტრენინგ-ცენტრში

მოხალისეთა პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას;
პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე, subject – ველში მიუთითეთ „მოხალისის პროგრამა“ (CV) (ფოტოსურათთან ერთად) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge 17 ნოემბერი ჩათვლით 2024 წელი.
გისურვებთ წარმატებებს !

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 15