06 ნოე - 05 დეკ
სტანდარტი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას Hostess პოზიციაზე თბილისის რესტორნებში
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით პირველი ტარიფის ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში. ხოლო შემდგომი ზრდა სამუშაო შედეგების გათვალისწინებით შიდა პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით;
- სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან;
- სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1 საათიანი შესვენება 4 სთ მუშაობის შემდგომ;
- ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
- კვება: 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
- დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები;
- თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები. Hostess - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:
- რესტორნის მთავარი დიასახლისის მიერ მიწოდებული რესტორნის ღონისძიებების ჩატარება;
- სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად შესრულება;
- დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის შესრულებით;
- დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა;
- ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი;
- მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური ღონისძიებების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სურვილი;
- დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს კომპანია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე https://careers.mcdonalds.ge/vacancies/modules
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 172
უნიკალური ნახვები 167