შემდეგი
06 ნოე - 21 ნოე
სტანდარტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Sesa_administration@moh.gov.ge
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი).
თანამდებობრივი სარგო: 2 394 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
- ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს საქმიანობის პროცესში ჩართულობა;
- უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი საქმიანობის ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებთან ანგარიშსწორების წარმოებას; ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა შესახებ დანიშვნა/განთავისუფლების, შვებულების, მივლინების ბრძანებების, საავადმყოფო ფურცლების მიღებას, შემოწმებას, გაანგარიშებასა და საანგარიშო თვის დასრულებისას სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (ტაბელის) მონაცემებთან შედარების შემდეგ, გადარიცხვის მიზნით, ხაზინის პროგრამაში ასახვას;
- გადასახადების გაანგარიშება, დეკლარაციების შევსება და გადაგზავნა rs.ge პორტალზე;
- სამივლინებო თანხების გაანგარიშება, გადარიცხვა და წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება;
- უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელისთვის მასზე დაკისრებულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას;
- საჭიროების შემთხვევაში ამუშავებს სამმართველოს სხვა დოკუმენტებს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია განესაზღვროს სხვა ფუნქციაც.
- სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საკითხების, სტრუქტურული ერთეულისა და უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
- სააგნეტოს სტრუქტურული კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31.12 N 424 ბრძანება.
- „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილება.
პასუხისმგებლობები:
- ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
- სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა ნორმატიული აქტების, დოკუმენტების მოძიებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
- პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
- ასრულებს სტანდარტულ დავალებებს;
მოთხოვნები:
- აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება საფინანსო მიმართულებით;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
- ანალიტიკური აზროვნება.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 115