06 ნოე - 20 ნოე
დაცვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • მეთვალყურეობა გაუწიოს, გააკონტროლოს და დაიცვას უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული როგორც უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა, ეზო, ნარგავები), ასევე მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან;
  • აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას;
  • საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას;
  • დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივი კონტროლი;
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინურობა;
  • პუნქტუალურობა.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება.

სამუშაო ადგილი და პირობები:
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
  • სამუშაო განრიგი - სრული
  • შრომის ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - hr@btu.edu.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით hr@btu.edu.ge

შენიშვნა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 56