06 ნოე - 19 ნოე
ლაბის კონტენტის კურატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
BTUAI ლაბი აცხადებს ვაკანსიას კონტენტის კურატორის პოზიციაზე, სრული განაკვეთით

BTUAI ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და დარგობრივი ექსპერტების კოლაბორაციით შეიქმნა და ვითარდება. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების, კვლევების და სხვა მეგამონაცემების გამოყენებით, BTUAI აგენერირებს ანალიტიკურ მასალას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ეკონომიკის ცალკეული დარგების შესახებ, სფეროების შესაბამისად აგროვებს, ამუშავებს მასალას და აკეთებს შესაბამის პროგნოზებს, რომელიც სექტორულ განვითარებას და გამოწვევებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე წარმოაჩენს. აღნიშნული ანალიტიკური მასალა მზადდება ქართულ და ინგლისურ ენაზე, წარმოდგენილია ტექსტური და მულტიმედია მასალის სახით, როგორიცაა პოდკასტი, ვიდეო, ინფოგრაფიკა და სხვა. მასალა მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორისთვის, მედიისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებით არის დაინტერესებული, აგრეთვე მკვლევარებისთვის და ანალიტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ მეტი ინფორმაცია გაიგონ ქვეყნის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების კორელაციის შესახებ, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან.

ძირითადი მოვალეობები:
  • BTUAI ლაბის ფარგლებში, ანალიტიკური და მულტიმედია მასალის შექმნაში მონაწილეობა;
  • დარგის ექსპერტებთან და მკვლევარებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა AI აპლიკაციების გამოყენებით მულტიმედია კონტენტის შექმნა;
  • BTUAI ვებგვერდის განახლება და ახალი მასალის განთავსება;
  • დაინტერესებულ მხარეებთან შესაბამისი კონტენტის ყოველთვიურად გაზიარება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ციფრული წიგნიერების მაღალი დონე;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
  • კომუნიკაციის უნარები;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მედიასივრცეში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
  • პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • დავალების შესრულება;
  • გასაუბრება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
  • სამუშაო განრიგი - სრული
  • შრომის ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

  • დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - hr@btu.edu.ge;
  • გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
  • რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი;
  • დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით hr@btu.edu.ge
შენიშვნა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

მეცნიერება/განათლება
ლაბორატორიის ასისტენტი
ნახვები 36
უნიკალური ნახვები 36