შემდეგი
07 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
საბაგირო გზის უფროსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,გერმანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gtdf.ge
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს პოზიციას: საბაგირო გზის უფროსი
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია საბაგირო გზის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობასა და მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;
- ვალდებულია არ დაუშვას საბაგირო გზის მუშაობა უსაფრთხოების წესების, მოქმედი ინსტრუქციების მოთხოვნათა დარღვევით;
- კონტროლს უწევს საბაგირო გზის ძირითადი კვანძების, აგრეგატების, ბაგირის, გზის ძირითადი პარამეტრებისა და მაჩვენებლების დათვალიერება - შემოწმებას;
- სამსახურის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით ადგენს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული საბაგირო გზის, სამგზავრო გონდოლების, ძირითადი აგრეგატების ტექნიკური მომსახურების გეგმებსა და გრაფიკებს, ხელმძღვანელობს ტექნიკურ მომსახურებას და სარემონტო სამუშაოებს;
- კონტროლს უწევს საბაგირო გზის მომსახურე პერსონალის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
- ახორციელბს საბაგირო გზაზე ჩატარებული ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვას, ანალიზს უკეთებს სააღრიცხვო მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს ტექნიკური მომსახურების ჩატარების ვადების კორექტირებსათან დაკავშირებით;
- მონაწილეობს, კომპანიის წლიური შესყიდვების გეგმის ფორმირების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი მასალების, სათადარიგო ნაწილების, სამუშაოების და მომსახურების მოთხოვნების ჩამონათვალის დამუშავებასა და ადმინისტრაციისადმი წარდგენაში;
- მისდამი დაქვემდებარებული საბაგირო გზის რაციონალურად გამოყენების მიზნით ადგენს სამუშაო გრაფიკებს და სამგზავრო ვაგონების მოძრაობის განრიგს მოცემული მომენტის შესაბამისად;
- კონტროლს უწევს საბაგირო გზის მომსახურე პერსონალის მიერ მომსახურების კულტურის დაცვას, მათ მიერ უნიფორმების ტარებასა და ესთეტიურ მდგომარეობას;
- კონტროლს უწევს საბაგირო გზაზე არსებული დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოებას,
- უფლებამოსილია შეაჩეროს საბაგირო გზის მუშაობა რაიმე გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საბაგირო გზას და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სამსახურის უფროსს და კომპანიის ცხელ ხაზს;
- უფლებამოსილია ჩამოაშოროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები, რომელთა ქმედება ან უმოქმედობა საფრთხეს უქმინის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საბაგირო გზას და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სამსახურის უფროსს;
- ვალდებულია მასალათა ხარჯვის კონტროლი და ხარჯვის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელი წინადადებების სამსახურის ადმინისტრაციისადმი წარდგენა;
- პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე და კონტროლს უწევს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მასალებისა და ინვენტარის სწორად გამოყენებას;
- გზის უფროსს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- საბაგირო გზაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას.
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
ტურიზმი/გართობის სექტორი
ატრაქციონის ოპერატორი
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 43