07 ნოე - 05 დეკ
სტანდარტი
საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
  • ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
  • პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება
  • სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 62
უნიკალური ნახვები 58