06 ნოე - 05 დეკ
ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი

დასახელება: ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ლენდაფი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი, რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფონანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას.
ლენდაფის მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ფიქსირებული სახელფასო ანაზღაურება: 800 – 1500 ლარი (დამატებით ყოველთვიური ბონუსი);
ჯანმრთელობის დაზღვევა.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ორგანიზაციის სასესხო პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება / შეთავაზება / დაინტერესება;
  • სასესხო განაცხადების და მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის სესხის პროექტის წარდგენა და რეკომენდაციის მიცემა;
  • სესხის გაცემისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა (მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების უზრუნველყოფა, გადახდების მონიტორინგი);
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე ეფექტიანი მუშაობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური და თავდაჯერებული;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lendup.ge
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მისო ლენდაფ"-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.

აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

საბანკო
ბიზნეს დაკრედიტება
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 42