შემდეგი
06 ნოე - 05 დეკ
უმცროსი ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@glob.ge
გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
"გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქციები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება (პირველადი დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა);
- საბანკო ოპერაციების ასახვა და კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვადასხვა ტიპის პერიოდული ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საბანკო ამონაწერების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა.
გამოცდილება:
- უმაღლესი განათლების ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის სფეროში;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- შესაბამის პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
- RS-ზე მუშაობა.
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უმცროსი ბუღალტერი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 64
უნიკალური ნახვები 62