06 ნოე - 06 დეკ
ვიპ
დასუფთავების თანამშრომელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@phfavorite.ge
ტელეფონი: +995 599 28 05 18
„ფავორიტი სტილი „- ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია !
კომპანია „ფავორიტი სტილი „ ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე : „დასუფთავების თანამშრომელი“
ჩვენ გთავაზობთ : პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.
სამუშაო გრაფიკი : სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა : აფრიკა, ა.ენუქიძის #5
ანაზღაურება: 1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების ტერიტორიის მოვლა/დასუფთავება;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი ბენეფიტები:
- კვებაზე 50%-იანი თანადაფინანსება;
- ჯანმრთელლობის დაზღვევა;
- Fitpass-ით არგებლობის შესაძლებლობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge ან დაგვირეკეთ: +995 599 28 05 18
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „დასუფთავების თანამშრომელი“
"ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ფავორიტი სტილ -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
ადმინისტრაცია
დიასახლისი
ნახვები 303
უნიკალური ნახვები 281