06 ნოე - 05 დეკ
სტარტი
პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შემუშავება და ინფორმაციის მოძიება.
  • საწყობში ავტომატიზაციის და რობოტული სისტემების დანერგვა
  • საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო პროექტების შესრულების კონტროლი
  • პროექტებზე ტექნიკური-ეკონომიური გათვლების ჩატარება
  • პროექტის მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსების პროგნოზირება/განსაზღვრა და რესურსების ეფექტურად მართვა პროექტების ხელმძღვანელთან შეთანხმებით
  • ხელმძღვანელებთან მუდმივი რეპორტი, პროექტის მიმდინარეობის სტატუსის, პროგრესის შესახებ - საჭიროების შემთხვევაში დროული კორექტირება შესაბამის პირებთან შეთანხმებით და ა,შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება( სასურველია ტექნიკური, სამშენებლო, ბიზნეს ადმინისტრირების ან პროექტების მართვის მიმართულებით )
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
  • MS office-ის კარგად ცოდნა.AutoCAD, ArchiCAD -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი ;სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; მოლაპარაკების წარმოების უნარი; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა; „

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე:
ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06.12.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
ნახვები 154
უნიკალური ნახვები 149