07 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
HR სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@irao.ge
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- განვითარების შესაძლებლობას;
- მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბონუსე სქემას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა და მონიტორინგი;
- ონბორდინგ შეხვედრების ორგანიზება;
- ტრენინგების სრული პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- ახალი თანამშრომლების შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი;
- თანამშრომლების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- თანამშრომლებთან წასვლის წინა (exit) ინტერვიუს ორგანიზება და ჩატარება;
- ადაპტაციის პროგრამის განვითარების კუთხით პროცესებში ჩართულობა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
ნახვები 612
უნიკალური ნახვები 578