შემდეგი
07 ნოე - დღეს
უფროსი აღმზრდელი თავშესაფარში
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Recruitment_Georgia@wvi.org
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე
გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
პოზიციის სახელწოდება: WVG- Chief Caregiver
ადგილმდებარეობა: თბილისი; ჩიქობავას ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: დეკემბერი 2024 – დეკემბერი, 2025, რადგან შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო სოციალური რეაბილიტაციის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში და დაფინანსებით.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.
გამოსაცდელი ვათა: 6 თვე
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24–საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობა, ბავშვები ცნობიერების გაზრდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე და მათი ჩართვა არაფორმალური განათლების აქტივობებში.
ძირითადი მოვალეობები:
- იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ–ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
- ჩართოს ბავშვები არაფორმალური განათლების აქტივობებში;
- ჩართოს ბავშვები ინტელექტუალურ–შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში;
- მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
- ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
- უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
- საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტები (წერა–კითხვა და ანგარიში);
- შეაფასოს ბავშვების განათლების დონე;
- მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
- აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც პედაგოგის ჩართულობას მოითხოვს;
- აწარმოოს ჩანაწერები როგორც ღამის თავშესაფრით მოსარგებლე, ასევე, დღის ცენტრის ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
- შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმი/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ბავშების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
- აქტიურად ითანამშრომლომლოს დღის ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
- უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენცილურად დაცვა;
- ცვლის დასრულებისას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვების მგომარეობის შესახებ შემდგომ ცვლას;
- უზრუნველყოს კოორდინატორ-ლიდერის, სოციალური მუშაკის და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის დროული ინფომირება რთული სიტუაციების შესახებ;
- დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი და შესაბამისი სპეციალური განათლება და მისი დამადასტურებელი საბუთი;
- სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება WVG – Chief Caregiver მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 13 ნოემბერი
გთხოვთ CV-ში მიუთითოთ, რომ თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება შერჩევის ბოლო ეტაპზე, თანახმა ხართ ორგანიზაციამ გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
World Vision საქართველო კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
სხვა
ძიძა
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 49