07 ნოე - 06 დეკ
სტარტი
დიასახლისის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595977967
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის დამხმარეს პოზიციაზე.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

მოვალეობები:
  • სასტუმროს ნომრებში დამატებითი საწოლის ატანა/ჩამოტანა;
  • სასტუმროს ნომრებში სტუმრის საწოლის შეერთება/განცალკევება;
  • სასტუმროს ნომრების სარეცხისა და უნიფორმების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება;
  • ფარდების ჩამოხსნა/დაკიდება;
  • მცენარეების მორწყვა;
  • ხალიჩების მორეცხვა;
  • ოთახების შემოწმება;
  • მარაგების დათვლა;
  • დეზობარიერების შევსება;
  • პერიოდულად სასტუმროს შენობის სისუფთავის ინსპექტირება;
  • ნაგვის გატანა;
  • წყლების დასაწყობება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომრომლებთან თავაზიანი და კეთილგანწობილი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge ან დაგვიკავშირდით: +995 595977967
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 153
უნიკალური ნახვები 144