07 ნოე - 30 ნოე
კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ინოტერა" წარმოადგენს გერმანულ ბრენდ "ერსბლოს" საქართველოში.

ERBSLÖH Geisenheim GmbH 1964 წლიდან ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ინოვაციურ მიდგომებს, მაღალტექნოლოგიურ ინგრედიენტებსა და გადაწყვეტილებებს უზიარებს ღვინის, ლუდისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს.
"ინოტერა"-ს მეშვეობით ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული ალკოჰოლური სასმელებისთვის.

კომპანია ინოტერა აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ.80ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10-18 საათი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS WORD, MS EXCEL)

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია სატელეფონო/ელ-ფოსტით
  • ერთჯერადი ხელშეკრულების მომზადება
  • ინვოისების მომზადება და კლიენტებთან გადაგზავნა
  • Rs-ზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა
  • კლიენტების ხელშეკრულებების ვადების აღრიცხვა და კონტროლი
  • დებიტორებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია სატელეფონო/ელ-ფოსტით
  • ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული რეპორტის წარდგენა

საჭირო უნარები:
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: a.gabedava@innoterra.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 101
უნიკალური ნახვები 98