07 ნოე - 21 ნოე
პრისელერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია;
  • შეკვეთის მიღება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან 0თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში;
  • არსებული კლიენტების მაღალი სტანდარტებით მომსახურება და მათი შენარჩუნება.
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის;
  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • საშუალო ან/და უმაღლესი განათლება.

აუცილებელი უნარები:
  • შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა,
  • სიახლეების ადვილად ათვისება;
  • ლოგიკური აზროვნება და მოქმედება;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
  • მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - პრისელერი - ქ. ბათუმი.

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

გაყიდვები
პრისელერი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 27