07 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
დირექტორის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1800
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 04 11 06
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
  • შეხვედრების ორგანიზება/დასწრება;
  • კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების ვადების მუდმივი კონტროლი;
  • კომპანიისთვის განვითარების პროექტების ინიციირება და კოორდინირება;
  • აქტიური კომუნიკაცია დეპარტამენტების წარმომადგენლებთან;
  • ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციები და ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ბიზნეს-რეპორტების მომზადების გამოცდილება;
  • გამოცდილება ტრენინგები პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:
1800 ლარიდან;
გამოსაცდელი ვადა 3 თვე (ანაზღაურებადი)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
ან დარეკოთ ნომერზე: 591 04 11 06.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 460
უნიკალური ნახვები 428